საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა

AutoSharing Option
დღეს, 16 აპრილს, საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ თასზე გამარჯვებული ერთი მატჩით ირკვევა, აღნიშნული ეტაპი კი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

"სამტრედიასა" და "დილას" შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. შემდეგ "სამტრედია" კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება, თანაც, ვისთან? ეროვნული ლიგის წარმომადგენელ "დილასთან".

თბილისის "დინამომ" მეოთხელიგელი "ეგრისი" 4:1 დაამარცხა. გამოსარჩევი ფაქტი ისაა, რომ ლევან შენგელიამ პოკერი შეასრულა.

ბოლნისის "სიონმა" კი დავით თარგამაძის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლის წყალობით "შევარდენს" სძლია.

თბილისი. შატილი
იბერია 2010-მერანი (მ) 0:2
გოლები: 0:1 ბექა ბიბილაშვილი (43),
0:2 გაბრიელ საღრიშვილი (67)

თბილისის ზღვის ბაზა
შევარდენი 1906-სიონი 1:2
გოლი: 0:1 თამაზ მაქაცარია (58), 1:1 გიორგი ივანიაძე (84), დავით თარგამაძე (90+3)

გორი. ახალბაღი
ლეგიონი-თბილისი სითი 1:2
გოლები: 0:1 ამირან პავლიაშვილი (ავტ. 33), 0:2 გოგიტა გოგატიშვილი (58), 1:2 ნიკოლოზ ქარელი (88)

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
ეგრისი-დინამო (თბ) 1:4
გოლები: 0:1, 0:2, 0:3, 0:4 ლევან შენგელია (11, 66, 69, 76), 1:4 ირაკლი ქობალია (88)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დილა 3:2
გოლები: 0:1, 2:2 ალვინ ფორტესი (20, 50), 1:1, 2:1 გურამ სამუშია (45+3, 47), 3:2 ვარლამ კილასონია (79)
გაძევება: 63 გიორგი ახალაძე (სამტრედია)

საგარეჯო. არსენ მეკოკიშვილი
გარეჯი-ჭიათურა 2:0
გოლები: 1:0 თემურ ბექაური (52), გიორგი ჯოხაძე (პენ. 58)

დღეს თასის 1/16-ფინალის კიდევ ერთი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც თბილისის "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა დილა? რა გახდა ერთი კარგი მწვრთნელი? და ეს უკლასო ლეგიონერები გასაშვები არიან
გაგი
18:34 16-04-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული