საქართველოს თასის მფლობელი "საბურთალო" გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" გახდა, რომელმაც გორში გამართულ ფინალში თანაქალაქელი "ლოკომოტივი" დაამარცხა - 3:1.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა - მე-12 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. პირველივე ტაიმში ანგარიშში სხვაობა ორამდე გიორგი გაბედავამ გაზარდა და თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან ჩამორჩენა შეამცირა და 52-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახდა. დარჩენილ დროში "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მატჩში წერტილი ლევან კაკუბავამ დასვა, რომელმაც 89-ე წუთზე "საბურთალოს" მე-3
გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

თბილისის "საბურთალომ" კლუბის ისტორიის მანძილზე პირველად მოიგო საქართველოს თასი. თბილისელებისთვის აღნიშნული ტიტული მეორეა, მოგეხსენებათ, შარშან "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.


გორი, თენგიზ ბურჯანაძე

"საბურთალო" - "ლოკომოტივი" 3:1

გოლები: 1:0 გიორგი კოხრეიძე(12), 2:0 გიორგი გაბედავა (19), 2:1 ირაკლი სიხარულიძე (52, პენ), 3:1 ლევან კაკუბავა (89)


"საბურთალო": ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე(ლაშა კოხრეიძე, 67), გიორგი გაბედავა, გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, იური ტაბატაძე(დაჩი ცნობილაძე 86), თორნიკე გორგიაშვილი(ლევან ყენია, 61)

"ლოკომოტივი": დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკოლოზ ჭანტურია, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, დავით კირკიტაძე(ლაშა გვალია, 78), ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე კირკიტაძე(რევაზ ინჯგია, 30), ბექა დარცმელია(დავით ჯიქია, 82), დავით უბილავა


მკითხველის კომენტარები / 9 /
არარატი ულოცავს საბურთალოს და იმედი აქ კიდევ შეხვდებიან უეფაზე,,ხეჩოიან პოგოსიან,არარატი
jiji
08 დეკემბერი 2019 22:18
6
სომხებზე გაყიდებულები, უკანასკნელი მოგება ყოფილიყო თქვენთვის
გია
08 დეკემბერი 2019 21:41
7
გია, ისეთი ქართულით წერ...
ინტრიგანი
09 დეკემბერი 2019 12:50
0
არა რააააააააატ!!!!!
........
08 დეკემბერი 2019 21:30
3
ვულოცავ საბურთალოს!
იმ ხალხის კი არ მესმის, ერთ წაგებას რო გადააყოლეს პერსპექტიული, მაგრამ გამოუცდელი ბიჭები,რომლებმაც, მართალია დიდი სირცხვილი ჭამეს, მაგრამ ნახევარმა ქვეყანამ რო ჩაქოლა, მაგას ნამდვილად არ იმსახურებდნენ -_-
-_-
08 დეკემბერი 2019 20:18
10
ის თუ გამოუცდელობით მოუვიდათ, მაშინ ეს, როგორც თქვენ ამბობთ, ჩაქოლვა, სხვა თამაშებში და ცხოვრებაშიდაც გამოადგებათ. უჯიგროდ აღარ მიუდგებიან საქმეს. მაგრამ არავის არ სჯერა და მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ის "რაც მოუვიდათ" გამოუცდელობით იყო და არა სხვა რამით. ამიტომაც აღარ ვგულშემატკივრობ საბურთალოს და არც მაგათი წარმატებების მჯერა და არც ვუსურვებ მათ წარმატებებს ვისაც არ უნდა ხვდებოდნენ.
დათო
08 დეკემბერი 2019 21:18
4
უღირსი თასის მფლობელი!!!
ტარიელი
08 დეკემბერი 2019 19:23
8
სამწუხაროა, ვერანაირად ვერ მივულოცავ საქართველოს თასის მოგებას საბურთალოს არარატს :(
დათო
08 დეკემბერი 2019 19:16
6
სამი გიორგი დააყენეთ ნაკრებში, გაარღვევენ ბელორუსიის ნაკრებს. ვგულისხმობ კოხრეიძეს, ჩაკვეტაძეს და არაბიძეს
გიორგი გორგაძე
08 დეკემბერი 2019 18:44
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული