"გაგრა" 90 წუთი კაცნაკრული თამაშობდა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალში "გაგრამ" 11-მეტრიანთა სერიაში "საბურთალოს" აჯობა და ფინალში წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე "გაგრა" კაცნაკრული დარჩა - მოედნიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევეს. თუმცა გაგრელები არ გატყდნენ, გოლი მაინც არ გაუშვეს და როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი ტაიმები გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პენალტების სერიაში კი მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ გიორგი ვეკუამ ვერ გაიტანა, "საბურთალოს" რიგებში კი მარგველაშვილმა და გაბუნიამ გააცუდეს დარტყმები და ფინალშიც "გაგრა" გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ორივე გუნდს წარმატებას გისურვებთ! დარწმუნებული ვარ კუნძულელებთან ორივე გუნდი თავს გამოიჩენდა...
Guja Kakhadze
00:49 09-11-2020
1
საეჭვოდ სიჩუმეა ნაკრების გარშემო,სავარაუდოდ არ შეკრებილან ჯერ.3 სავარჯიშო დღე დარჩა......
zura
20:30 08-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული