"გაგრა" 90 წუთი კაცნაკრული თამაშობდა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალში "გაგრამ" 11-მეტრიანთა სერიაში "საბურთალოს" აჯობა და ფინალში წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე "გაგრა" კაცნაკრული დარჩა - მოედნიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევეს. თუმცა გაგრელები არ გატყდნენ, გოლი მაინც არ გაუშვეს და როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი ტაიმები გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პენალტების სერიაში კი მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ გიორგი ვეკუამ ვერ გაიტანა, "საბურთალოს" რიგებში კი მარგველაშვილმა და გაბუნიამ გააცუდეს დარტყმები და ფინალშიც "გაგრა" გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თასის ფინალში ქვედა ლიგის გუნდები გადიან და გააერთიანეთ უმაღლესი ლიგა და პირველი ლიგა,ერთი დონეა და მეორე ლიგა ამოწიეთ პირველ ლიგაში.
zura
18:50 08-11-2020
1
ანუ როგორც ყოველთვის ერთი გუნდით ნაკლები გვეყოლება ევროთასებზე.რა უნდა გააკეთოს ევროთასზე სამგურალმა,ან თუნდაც გაგრამ?გარანტირებული გამოვარდნა და ორივე თამაშის წაგება პირველივე ეტაპზე.ამ სულელური ფორმატით რო ატარებს თასს ფედერაცია ამის ბრალია.და კენჭისყრასაც ისე ატარებენ რო უმაღლესები ერთმანეთს შეხვდნენ,მეორეები ერთმანეთს.ამით ეშველება ქართულ ფეხბურთს ვითომ?
Master
17:24 08-11-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული