საქართველოს თასის ფინალს პოლონელი არბიტრები განსჯიან

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2021-ის ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" წარმომადგენლები, წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება. მას ასისტენტობას კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

"სამგურალისა" და "საბურთალოს" ფინალური დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივართა
რაოდენობა დაესწრება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან-24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული