ისტორიაში პირველად - მეოთხე ლიგაში მონაწილე "ლოკომოტივი 2" საქართველოს თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრა "ლოკომოტივ 2"-სა და "საბურთალოს" შორის გაიმართა, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივ 2"-მა 7:6 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ჯგერენაია მოედნიდან გააძევა.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

ფინალურ მატჩს 7 დეკემბერს ბათუმი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არ ვაკნინებ ლოკო 2-ის წარმატებას,მაგრამ ასეთი აბსურდი მგონი მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს.პირველი გუნდი უმაღლესიდან გავარდა,თან ისე რომ 1 მოგება აქვს 30 თამაშში და მეორე გუნდი თასის ფინალში გავიდა.რას ნიშნავს ეს ახსნა უბრალოდ არ აქვს...ალბათ თასის გათამაშების სულელურ ფორმატს.საქართველოს თასის დაკნინება მგონია გავარდნილი კლუბის სარეზერვო გუნდის ფინალში გასვლა.საინტერესოა თასი რომ აიღოს ევროპაში როგორ გავა?ანალოგი არ მგონია მოიძებნოს სარეზერვო გუნდი ევროთასებზე,ძირითადი კი ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში.საოცრება.
master
16:32 02-11-2022
1
ეს შედეგი კარგად ასახავს რა დონეც არის საქართველოს ჩემპიონატში, დიდი განსხვავება არ არის კლუბებს შორის კლასში!! ერთი დონეა რა
zaza
15:59 02-11-2022
0

სიახლეები პოპულარული