ისტორიაში პირველად - მეოთხე ლიგაში მონაწილე "ლოკომოტივი 2" საქართველოს თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრა "ლოკომოტივ 2"-სა და "საბურთალოს" შორის გაიმართა, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივ 2"-მა 7:6 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ჯგერენაია მოედნიდან გააძევა.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

ფინალურ მატჩს 7 დეკემბერს ბათუმი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლოკო 2 ასეთი მაგარი გუნდი ყოფილა (თასის ფინალში გავიდნენ) ერთ რამეს ვერ ვხვდები ძირითად გუნდში რატო არ ათამაშებდნენ ამ ბიჭებს? (ლოკო კი არ გავარდებოდა შეიძლება ჩემპიონობაზეც გაეწიათ)
მაროკო
02:38 03-11-2022
0
ნუ რა არის აქ გასაკვირი ვერ გავიგე. უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ჩემპიონატი და ევროთასებია. არ უნდათ ფეზბურთელებს ასეთი შემჭიდროებული გრაფიკით ასპარეზობა და თასზე აქცენტს არ აკეთებენ და ამით აიხსნება ყველაფერი.ლოოოოოოოლ . კჯერ სად ხართ მალე გამოგვიცხადებენ რომ ჰოი საოცრება და უმაღლეს ლიგაში ქალთა გუნდი გადმოვიდა ან სარაგბო ჯლუბი. საგიჟეთია ოფიციალურად. კიდევ კარგი კვარაცხელია დაეცა ტუზივით ქართულ ფეხბურთს და ნაკრები უბერავს თორე რა საქართველოში რაც ხდება აგერ ა მოვა ევროთასები
იბერია
00:13 03-11-2022
2

სიახლეები პოპულარული