"დინამო თბილისი" სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების გამარჯვებული "დინამო თბილისია". თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამო" პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე ბათუმელებმა, ჯოვინო ფლამარიონის გოლით გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა 77-ე წუთზე, გაბრიელ სიგუას ზუსტი დარტყმით აღადგინეს. 11-მეტრიანების სერიაში "დინამო თბილისმა" მეტოქეს 4:3 სძლია.

ფინალური შეხვედრის გამარჯვებული სუპერთასით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.

დინამო თბილისი - დინამო ბათუმი 1:1 (პენ 4:3)

ფინალის პარალელურად, ქუთაისში, "შენგელია არენაზე" შედგა
მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილას" უმასპინძა. ამ შეხვედრის გამარჯვებულიც პენალტების სერიაში გამოვლინდა. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, 11-მეტრაინების სერიაში კი, "ტორპედომ" 5:4 სძლია მეტოქეს.

ტორპედო - დილა 0:0 (პენ. 5:4)

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
შოტლანდიელებმა ყანაში გვათამაშეს სხვა თუ არ ითქმის.)))) ჯერ შენგელიამ იყოჩაღა და ახლა დინამო არენამ.

წარმატებები ორივეს ევრო ტურნირებზე (ყველა ქართულ კლუბსაც). წუნი იგრძნობოდა და იმედია კარგი შემართებით იასპარეზებთ. :)
Wolf
23:39 04-07-2023
2
რა წარმატებები საუკეთესო ფეხბურთელები გაუშვენ და არც გაძლიერებულან არცერთი
გივი
03:37 05-07-2023
2

სიახლეები პოპულარული