Geo Team: გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს - ფეხბურთელი ხვალ უკვე შვეიცარიაში იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
გუშინ "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ესეც იმ დონეზე მეტს ვერ გაქაჩავს იმ ბაზელში, როგორც ერთმა შვეიცარიაში მოთამაშე, ახლა უკვე, დიდმა რუსეთუმე პოლიტიკოსმა
მალხაზ ჯობავა
23 ივლისი 2023 22:34
24
საიდან ასეთი დასკვნა,რა უბედურებაა?
MARGALONA
23 ივლისი 2023 23:04
0
ზარმაცი თუ ხარ რა ასაკშიც არ უნდა წახვიდე ეგროპაში სათამაშოდ ვერაფერს იზამ. მონდომებული თუ ხარ შრომა უკვალოდ არ ჩაივლის
რაბუ
24 ივლისი 2023 12:05
0
ჯერ ერთი ეს ჯეო თიმი რა სასტავია ყველაფრის ექსკლუზივი რო აქვთ მერე მეორე რაის ბაზელი ერთ ერთი დაბალი ლიგაა ევროპაში და მესამე ხვიჩას გამო ქარტველებს საქართველოში უფრო აკვირდებიან არ მგონია ეგ სკაუტები შვეივარიაშიც გაიჩითონ
ნოდო
23 ივლისი 2023 21:10
11
მთავარია ზრდა განაგრძოს, ჩვენი გუნდები რომ ევროტურნირებზე შორს გადიოდნენ ამას არ მოვიწონებდი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს აქ? უფრო დაოსტატდება ევროპაში...
Givi
24 ივლისი 2023 10:49
0
ეს ბიჭი დიდი ტალანტია და ტოპ ლიგებს იმსახურებდა. უ21 შიც დაჩაგრეს და არ მიცეს თამაშის საშუალება.ფიფიაც კარგად მოიქცა რომ გაუშვა,ბაზელიდან 1 წელში გადავა ტოპლიგაში.ტექნიკა, დრიბლინგი,ფიზიკა, ყველაფერი კარგად აქვს,ფაქტიურად,სრულყოფილია და იქ უფრო მოუმატებს.
ზეზვა
24 ივლისი 2023 14:23
1
რა უნდა დარჩენილიყო . აქ დინამოში სათადარიგოზე იჯდა და იქ უფრო ითამაშებს ვიდრე დინამოში
ტოტტი
23 ივლისი 2023 21:10
7
ჯერ ადრე მგონია ამ ბიჭის წასვლა. აქ უნდა განვითარდეს და მერე წავიდეს აქედან ახალგაზდა. ეს კი მგონი დინამოს ძირითადშიც ყოველთვის ვერ ჯდებოდა რა ლიდერობაზეა ლაპარაკი? ბაზელში შეძლებს 18 წლის ბიჭი განვითარდეს და ძირითადისთვის იბრძოლოს, ამაშია საქმე. წარმატებას უსურვებ.
G.LA
24 ივლისი 2023 10:13
0
ალბათ აჯობებდა ჯერ დინამოში ეთქვა თავის სიტყვა.
გადავიდა არა როგორც ძლიერი მოთამაშე არამედ როგორც პერსპექტიული
რავიცი, რავიცი
las
24 ივლისი 2023 09:28
0
ნეტა იტალიაში გადასულიყო!!!
გიორგი
24 ივლისი 2023 00:08
1
რომელი განვითარდა და რომელმა აიმაღლა ლლასი ევროპაში ნაადრევად გაქცევით?წავლიან იწრიალებენ ,მოივლიან ხარა-ხურა გუნდებს და უკან დაბრუნებულები უფრო ცუდები არიან ვიდრე წასვლამდე იყვნენ.ამბობენ 400-ამდე ფეხბურთელია საზღვარგარეთ საქართველოდან გასულიო და მერე რა.11 კაცი ვერ მოგვიგროვებია იმ დონის ნაკრები რომ საშუალო ევროპის დონემდე აჯახირდეს.ფაქტია ქართველებს უჭირთ უცხო გარემოში ,ისინი მშობლიურ გარემოში უფრო ვითარდებიან.ოღონდ საჭიროა შიგა ჩემპიონატის დონის ამაღლება,რისიც უამრავი საშუალება არსებობს .ეს საშუალებები კი ხელისუფლებამ და ფედერაციამ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ,თუკი იქნება ნება.ნება კი არ არის თორემ აქამდეც გამოამჟღავნებდნენ.მაშ რა დაგვრჩენია? ერთადერთი გზა__ზეწოლა გულშემატკივრებისაგან და იძულება,გადადგან ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის უკეთესობისაკენ შესაცვლელად.თუ გავერთიანდებით და შევძლებთ პერსპექტივაც გაჩნდება ,თუ არადა დავრჩებით ამ ჭაობში და თანდათან უფრო ჩავიძირებით.ნამდვილი გულშმატკივრისთვის განა საკმარისია ნაკრების ხუთიოდე თამაში წელიწადში,თუნდაც ვარსკვლავებს ,რომ წყვეტდენ ციდან?ჩვენ ხომ საკლუბო ფეხბურთიც გვინდა,ჩვენ ხო ბევრი ლამაზი და ჟინიანი თამაშის ნახვა გვსურს.ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ,რომ ვიმსახურებთ ბევრად მეტს ვიდრე დღეს გვაქვს.შემომაქვს წინადადება დავიწყოთ პოლემიკა ამ საკითხთან დაკავშირებით რათა გამოვკვეთოთ ის მთავარი რაც საჭიროა დღეს ქართული ფეხბურთის უკუსვლის შესაჩერებლად და შემდგომი აღმასვლის დასაჭყებად.ჩამოვყალიბდეთ და მოვითხოვოთ.სხვა გზა ,სხვა ხსნა არ არსებობს.
საჩინო
24 ივლისი 2023 00:04
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული