Geo Team: გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს - ფეხბურთელი ხვალ უკვე შვეიცარიაში იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
გუშინ "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
აქ ვერ გაიზრდება სამწუხაროდ და უნდა წასულიყო. მაშინ მაღალი დონის ჩემპიონატი უნდა გვქონდეს, დაახლოებით უკრაინის მსგავსი, რომ ცოტა შორს გავიდეს დინამო ევროტურნირზე და შემდეგ დაედოს ფასი, მაგრამ სამწუხარო რეალობის წინაშე რომ ვდგებით თითქმის ყოველ სეზონში ესაა!
სამაგიეროდ ბაზელში თუ ათამაშდა (ღმერთმა ქნას და წარმატებები მას!) შვეიცარიელები გაცილებით დიდ ფასში გაყიდიან. ჩვენ კი დაბალი დონის ჩემპიონატის გადამკიდე ვეღარ გავყიდით.
დაახლოებით ასეა, ცოტა უცნაური შედარებაა, მაგრამ მაინც, ჟიგული რომ იყიდო, ახალი კი ღირს ნახმარი ფირმა მანქანის ფასი, მაგრამ ერთ ან ორ წელიწადში 500 დოლარად ვერ მოიშორებ. ანუ აქ, ჩვენს ჩემპიონატში ვერ გაიზრდება 19 წლიდან. მანამდე კი, ინგლისი და იტალია დაგვიმარცხებია, მაგრამ 19 წლიდან ვეღარ ვითარდებიან ჩვენი ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში, რადგან სხვა სიმაღლე სჭირდება, მაღალი დონის პრაქტიკა...
ლაშა
23 ივლისი 2023 21:09
3
ბაზელი რო გიხარიათ, ვაი თქვენს პატრონს!
Vasili
24 ივლისი 2023 00:06
20
ეგეთი უტვინო რომ გაგზარდა, ვაი შენ პატრონს!
ვასოს
24 ივლისი 2023 01:15
2
ბაზელიდან დაიწყო სალაჰმაც …..
Moo
24 ივლისი 2023 09:17
0
dzalian kargi, am asakshi tuar wavidnen mere veghar vitardebian. rac meti legioneri gveyoleba mit uketesi, jerjerobit qartul gundebs shansi ar aqvt evroturnirebze gasvlis, realoba esaa.
dato
23 ივლისი 2023 23:08
0
კი მარა გეოგრაფიის გამოცდაზე რო იყო და სტუდენტი გახდეს მერე რა ხდება ხვალ თუ მიფრინავს ?
ნოდო
23 ივლისი 2023 21:30
1
ძალიან მაგარი ბიჭია, ბაზელში ამას 1 სეზონსაც არ გააჩერებენ, ვიღაცა გრანდი აიყვანს.
ilar10N YouTube
24 ივლისი 2023 20:23
1
ესპანეთიდან ან იტალიიდან არ აქვთ ჩვენ ფეხბურთელებს შემოთავაზებები??ხო ხედავთ არ ამართლებს სხვა ქვეყნები!!!აგერ ზახარიანი ლაციოში გადავიდა!!
სოსო
23 ივლისი 2023 22:31
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული