სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დინამო (თბ) - მეშახტე/დინამო (ბთ)
დინამო 2 (თბ) - გაგრა
სპაერი - თელავი
გარეჯი - კოლხეთი 1913

მეოთხედფინალური მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მერვედფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრა ტყიბულის "მეშახტესა" და "დინამო ბათუმს" შორის, 14 აგვისტოს შედგება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ჩემპიონატი და თასი, შეჯიბრი, რომელიც წლებია მხოლოდ იმისთვის იმართება რომ უბრალოდ გაიმართოს და სპორტულ საქმიანობაში ჩაეთვალოთ.
ირაკლი
19:18 06-08-2024
0

სიახლეები პოპულარული