ტრანსფერ-ONLINE: 15 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:04. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სოფიან ფეგული "ვესტ ჰემიდან" "გალათასარაიში" გადავიდა. თურქულმა კლუბმა ლონდონელებს 4.25 მილიონი ევრო გადაუხადა.

13:12. Diario Gol-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ცდილობს "ჩელსიდან" ედენ აზარის გადაბირებას. კატალონიელები ამისთვის ნეიმარის ტრანსფერიდან მიღებული თანხის 54 პროცენტს თმობენ - 120 მილიონ ევროს.

13:19. თუ "ლივერპული" მაინც გაუშვებს ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში", მაშინ სასწრაფოდ შეიძენს "ნაპოლიდან" ლორენცო ინსინიეს, - წერს Mirror-ი. სხვა დეტალები უცნობია.

13:42. როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, "სამპდორიამ" წინადადებით მიმართა ლუსიანო ვიეტოს. "ატლეტიკოს" ფორვარდი იტალიელებმა 16 მილიონ ევროდ შეაფასეს.

13:52. მოსკოვის
"სპარტაკი" ვერ მოელაპარაკა "ვალენსიას" ესეკილ გარაის ტრანსფერზე.
ესპანელები 20 მილიონ ევროს ითხოვენ, რუსეთის ჩემპიონს კი ამდენის გადახდა არ სურს.

14:07. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ვილიამ კარვალიუ მალე ინგლისში ითამაშებს. Sky Sports-მა განაცხადა, რომ "ვესტ ჰემს" წარმატებით მიჰყავს მოლაპარაკებები "სპორტინგთან". ლაპარაკია 44 მილიონ ევროზე. სხვათა შორის, 25 წლის ნახევარმცველი არ იყო შეყვანილი "სპორტინგის" განაცხადში ჩემპიონთა ლიგის-პლეი ოფის მატჩისთვის.

14:15. ალექსის სანჩესთან დაკავშირებით გააქტიურდა "მანჩესტერ სიტი". პეპ გვარდიოლას გუნდი "არსენალს" 60 მილიონს სთავაზობს, ჩილელს კი - ხელფასის სახით კვირაში 400 ათას ფუნტს.

14:33. კარლოს ბაკა მალე დატოვებს "მილანს" და ესპანეთში დაბრუნდება. კოლუმბიელით დაინტერესებულია "ვილიარეალი", რომელმაც უკვე ოფიციალურად მოითხოვა ფორვარდის ტრანსფერი.

14:41. ანდრე გომეში არ დატოვებს "ბარსელონას". მასთან დაკავშირებით აქტიურობდა "იუვენტუსი", მაგრამ კატალონიელებმა მკაცრი უარი თქვეს ტრანსფერზე და პორტუგალიელს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უწოდეს.

14:50. "იუვენტუსი" არ ივიწყებს "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის. ტურინელები დიდი ხანია ელოდებიან ამ ფეხბურთელს და მასში 20-25 მილიონ ევროს იხდიან.

15:08. იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ "რომას" ფორვარდი სადიქ უმარი იჯარის წესით გადავა "ტორინოში".

15:16. Daily Mail-ი წერს, რომ დენი როუზი სხვა კლუბში არ გადავა, არადა, მანამდე აქტიურად ჭორაობდნენ იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემის" მარცხენა მცველი "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდოდათ.

15:31. იმავე Daily Mail-ის ცნობით, "ჩელსის" 131 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი "ლესტერის" ნახევარმცველ დანიელ დრინკუოტერისთვის, "საუთჰემპტონის" მცველ ვირჯილ ვან დეიკისთვის და "არსენალის" ნახევარმცველ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის.

15:47. ადრე იწერებოდა, რომ "ტოტენჰემი" მზად იყო "აიაქსის" მცველ დავინსონ სანჩესისთვის 55 მილიონი ევროს გადასახდელად. ახლა ირკვევა, რომ 21 წლის კოლუმბიელმა ამსტერდამელებს აცნობა, რომ ლონდონში გადასვლა სურს.

16:04. "საუთჰემპტონმა" გაიფორმა "ვესტ ბრომვიჩის" მეკარე ჯეკ როუზი. კონტრაქტი ერთწლიანია.

16:11. "გრემიო" არ აწარმოებს მოლაპარაკებებს "სპარტაკთან" და "სამპდორიასთან" ლუანის თაობაზე.

16:24. "ვესტ ბრომვიჩს" მოუნდა 36 წლის გარეტ ბერის აყვანა, რომელიც "ევერტონის" ფეხბურთელია. გარიგება, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გაფორმდება.

16:45, ხოსელუ "სტოკიდან" "ნიუკასლში" გადავიდა. ესპანელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და პრეზენტაციისთვის ემზადება. ხოსელუს ფასი 5.5 მილიონი ევროა.

16:54. მოსკოვის ცსკა გეგმავს "ლილის" ფორვარდ ედერის ტრანსფერს. პორტუგალიელი ასევე აინტერესებთ: "ოლიმპიაკოსს", "ხირონას", "ბრაიტონსა" და "ბირმინგემს".

17:08. "ინტერმა" გაცვლა მოიფიქრა: ჟოფრი კონდოგბია იტალიიდან "ვალენსიაში" გაემგზავრება, საპირისპირო მიმართულებით კი ჟოაო კანსელუ წავა. გარიგებაში ფული არ ფიგურირებს.

17:17. "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ალექს სანდროს ტრანსფერზე ფიქრობს.  ლონდონური კლუბი მზად არის, ოფიციალურად მიმართოს "იუვენტუსს". თუმცა ტურინელები არ აპირებენ ბრაზილიელის გაშვებას.

17:30. "ინტერი" ისევ აქტიურობს ბაზარზე. ამჯერად, მილანელებს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ანტონი მარსიალის შეძენა სურთ.

18:37. როგორც ჩანს, "მილანს" აღარ სჯერა "ტორინოდან" ანდრეა ბელოტის ტრანსფერის და კონტრაქტი შეათანხმა ნიკოლა კალინიჩთან. "ფიორენტინას" ფორვარდმა "სან სიროზე" თამაშის სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, გარიგება დღეს შედგება, - ამტკიცებს Football Italia. ხორვატი "მილანს" 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

18:46. "ფიორენტინამ" გაიფორმა "მონაკოს" ნახევარმცველი ჟილ დიასი. ფეხბურთელი ფლორენციაში ორწლიანი იჯარით ითამაშებს. დიასი 21 წლისაა და შარშანდელი სეზონი იჯარით "რიუ ავეში" ითამაშა.

18:56. Sky Sports-მა განაცხადა, რომ რიად მაჰრეზმა "რომას" ბოსებს სთხოვა - გაზარდონ წინადადება "ლესტერისთვის". ალჟირელი დარწმუნებულია, რომ ინგლისური კლუბი შეელევა მას 44 მილიონი ევროს შემთხვევაში.

19:12. "ტოტენჰემს" ისევ არავინ შეუძენია ამ სატრანსფერო სეზონზე, ამასთან, ახლოს არის რამდენიმე ფეხბურთელის დაკარგვასთან. მაგალითად, ვინსენტ იანსენი "სტოკს" აინტერესებს.

19:29. როგორც ირკვევა, ხორდი სამპერი "ბარსელონას" აღარ აინტერესებს და ახალგაზრდა ესპანელზე მთავარი პრეტენდენტია - "გრანადა".

19:35. "საუთჰემპტონმა" დაასახელა თანხა, რომლის მიღებასაც ის ვირჯილ ვან დეიკის სანაცვლოდ აპირებს - 76 888 000 ევრო. "წმინდანები" უფრო ნაკლებ ფასად არ გაყიდიან ჰოლანდიელს.

19:43. "რომა" ისევ იჯარით უშვებს 26 წლის მეკარეს ლუკაშ სკორუპსკის. "ემპოლიში" ორი წელი თამაშის შემდეგ პოლონელი ინგლისში მიემგზავრება. Daily Mail-ი წერს, რომ რომაელებმა უკვე შეათანხმეს ყველა დეტალი "კრისტალ პალასთან".

19:50. განახლდა ინფორმაცია ბლეზ მატუიდის შესახებ. ის პსჟ-დან "იუვენტუსში" 15 მილიონ ევროდ გადავა. Corriere dello Sport-ი დარწმუნებულია, რომ გუნდებმა უკვე მოილაპარაკეს და ტრანსფერის შესახებ უახლოეს ხანში გამოცხადდება.

20:12. ინდოეთში ითამაშებს პრემიერლიგის შვიდგზის ჩემპიონი - უეს ბრაუნი "ქარალა ბლასტერსში" ჩაირიცხა.

20:26. "ვალენსიას" მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელუ, შესაძლოა, "ტოტენჰემში" გადავიდეს. ლონდონელთა დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო 23 წლის პორტუგალიელს კაილ უოკერის შემცვლელად განიხილავს. ინგლისელებმა უკვე შესთავაზეს 22 მილიონი ევრო.

20:31. "ნაპოლის" მცველმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა, შესაძლოა, დატოვოს იტალიური კლუბი. Sky Sport 24-ის ინფორმაციით, 25 წლის სერბისთვის იბრძოლებენ "ზენიტი" და "ინტერი".

20:41. "ლივერპული" და "საუთჰემპტონი" ემრე მორს ეპოტინებიან, რომელიც ვერ გადადის "ინტერში".

20:53. "რეალის" ნახევარმცველი მარკოს ლორენტე შეიძლება გადავიდეს "სევილიაში", - წერს Estadio Deportivo. აქ ლაპარაკია იჯარაზე.

20:57. სერჟ ორიემ შეათანხმა კონტრაქტები "იუვენტუსთან", "ინტერთან" და "ტოტენჰემთან" და სულ მალე ამ გუნდებიდან რომელიმეში გააგრძელებს კარიერას, - წერს "ეკიპი". ადრე იტყობინებოდნენ, პსჟ მზად არის, გამოეთხოვოს ორიეს 25-30 მილიონადო.

21:10. სერხი რობერტო მალე შეიცვლის კლუბს. "ბარსელონას" ნახევარმცველს არ მოეწონა პაულინიოს ტრანსფერი და მზად არის წინადადებების მოსასმენად. 40 მილიონის გადახდისთვის მზად არიან - ორივე "მანჩესტერი", "ჩელსი" და "იუვენტუსი".

21:16. "გალათასარაი" დაინტერესებულია არდა თურანით. თურქული კლუბი ჯერ ერთწლიან იჯარას ეცდება, შემდეგ კი გამოისყიდის "ბარსელონას" ნახევარმცველს. გაზეთი AS ვარაუდობს ამ გარიგების მალე დასრულებას.

21:21. პაპე დიოპი ესპანეთს ინგლისზე ცვლის. "ტოტენჰემი" სენეგალელში 10 მილიონ ევროს იხდის.

21:28. "ტოტენჰემს" ასევე აინტერესებს "ფულჰემის" მარცხენა მცველი რაიან სესენიონი. დასახელდა თანხაც - 27.5 მილიონი ევრო, მაგრამ "ფულჰემი" ჯერ უარზეა.

21:36. "სამპდორიას" ფორვარდმა პატრიკ შიკმა უარი უთხრა "დორტმუნდს" "ინტერის" გამო, - წერს Football Italia. სახელდება ტრანსფერის თანხა - 30 მილიონი ევრო.

21:47. "ტორინოს" ნახევარმცველი საშა ლუკიჩი "ლევანტეში" გადავიდა, - წერს ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. სერბი საყრდენი ერთწლიანი იჯარითაა "ლევანტეში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული