"ინტერმა" არგენტინელი მცველი ინათხოვრა

AutoSharing Option
"ჩემმა 80 წლის დედამაც იცის, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდება", - ამბობდა მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი და კლუბის ხელმძღვანელობამაც ეს სურვილი აუსრულა.


იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, "ნერაძურიმ" ლისაბონის "ბენფიკას" მცველი ლისანდრო ლოპესი ინათხოვრა.

ფეხბურთელის იჯარით აყვანის სანაცვლოდ, "სან-სიროს" ბინადრები 0,5 მილიონ ევროს გადაიხდიან, სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა კი 9 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ლისანდრო ლოპესი 28 წლისაა და ეროვნებით არგენტინელია.

აღსანიშნავია, რომ ლოპესი "ბენფიკას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული