"ამ კვირაში პრობლემები გვქონდა, ნაგამოტო გაცივდა, რანოკიას კი ნეკნები სტკიოდა, თუმცა მაინც ითამაშა. ეს ყველაფერი მომბეზრდა, არც ვიცი რა ვთქვა. რატომ არ შემოხვალთ გასახდელში და არ ეტყვით ფეხბურთელებს, რომ ვერ ვარგობენ?
ჩემს სამუშაოს ვასრულებ, მაგრამ სირთულეები გვაქვს. ყველასთვის ნათელია, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდება. თქვენ დაითვალეთ გუნდში ფეხბურთელების რაოდენობა და გინდათ ამისათვის დაგაჯილდოვონ? ჩემმა 80 წლის დედამაც კი იცის, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდება.
რაც სეზონი დაიწყო, ერთი და იგივე