ჯერჯერობით, ცნობილი არაა, თუ რა დაუჯდა ლივერპულურ კლუბს ეს სიამოვნება.
თუმცა, გავრცელდა ცნობა, რომელიც უოლკოტის ხელფასს უკავშირდება. იგი კვირაში 110 000 ფუნტს გამოიმუშავებს.
28 წლის შემტევი ლივერპულში გუშინ ჩავიდა, დღეს კი, სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც "ევერტონი" მას წარადგენს.
"კანფეტების" მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი შეტევის ხაზის აწყობას სწორედ უოლკოტზე, ასევე, ახლად შეძენილ ჩენიკ ტოსუნსა
უოლკოტი "საუთჰემპტონის" აღზრდილია, რის შემდეგაც, "არსენალში" გადაინაცვლა და "მეთოფეთა" შემადგენლობაში 2006 წლიდან ასპარეზობდა.