ახალგაზრდა ნახევარმცველი "მილანის" აღზრდილია, თუმცა კრისტანტემ "როსონერიში" ფეხი ვერ მოიკიდა და ამიტომ ლისაბონურ კლუბში გაანათხოვრეს.
"არწივთა" რიგებიდან კი ფეხბურთელი განათხოვრებით "პალერმოს", "პესკარასა" და ბოლოს ბერგამოს "ატალანტას" ღირსებას იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კრისტანტე "რომას" მეორე შენაძენია. "ჯალორისის" რიგები "პორტოდან" 30 წლის ესპანელმა მცველმა ივან მარკანომაც შეავსო.