"დორტმუნდმა" 20 მლნ ევროდ ნახევარმცველი შეიძინა

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" ნახევარმცველი ტომას დილეინი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა.

26 წლის დანიელმა ფეხბურთელმა დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

Bild-ის ინფორმაციით, "ბორუსიამ" დილეინის სანაცვლოდ 20 მლნ ევრო გადაიხადა.

გასულ სეზონში დილეინმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გარდა ამისა, დილეინი დანიის ნაკრებში გამოიძახეს და ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მომზადებულია bvb.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული