26 წლის დანიელმა ფეხბურთელმა დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
Bild-ის ინფორმაციით, "ბორუსიამ" დილეინის სანაცვლოდ 20 მლნ ევრო გადაიხადა.
გასულ სეზონში დილეინმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გარდა ამისა, დილეინი დანიის ნაკრებში გამოიძახეს და ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მომზადებულია bvb.de-ს მიხედვით