"მონაკომ" 16 წლის ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"მონაკომ" "ანდერლეხტიდან" 16 წლის ბელგიელი ნახევარმცველის, ელიოტ მატაზოს გადმოსვლის შესახებ გამოაცხადა.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. გასულ სეზონში მატაზო "ანდერლეხტის" ახალგაზრდულ გუნდში კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა.

"მოხარულები ვართ მატაზოს "მონაკოში" მოსვლით. მისი ჩამოსვლა ადასტურებს ჩვენს სურვილს, მოვიწვიოთ ახალგაზრდა პერსპექტიული ევროპელი ფეხბურთელები. მას ევროპის სხვადასხვა ძლიერი კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მან "მონაკო" არჩია", - თქვა "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.

მომზადებულია asmonaco.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული