გერმანულმა კლუბმა 21 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.
"ლიონმა" გამოაცხადა, რომ ტრანსფერის თანხამ 8 მლნ ევრო შეადგინა. გარდა ამისა, კლუბმა შესაძლოა 2 მლნ ევრო ბონუსის სახით და ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი მიიღოს.
გასული სეზონი მატეტამ იჯარით "გავრში" გაატარა, სადაც 17 გოლი გაიტანა და ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა.
მომზადებულია mainz05.de-ს მიხედვით