"დორტმუნდმა" ჩინური კლუბისგან აკსელ ვიტცელი 20 მლნ ევროდ შეიძინა

AutoSharing Option
ჩინური "ტიანცზინ ციუანცზიანის" ბელგიელი ფეხბურთელი აკსელ ვიტცელი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დღეს ნახევარმცველი შვეიცარიაში ჩავიდა და გუნდს შეკრებაზე შეუერთდა.

გერმანელები ვიტცელის სანაცვლოდ ჩინურ კლუბს 20 მლნ ევროს გადაუხდიან. ფორმალურად გარიგება ორ დღეში დსარულდება.

ბელგიელი "ბორუსიასთან" კონტრაქტს 4 წლით გააფორმებს და წელიწადში 10 მლნ ევროს მიიღებს.

2012-დან 2017 წლამდე ვიტცელი "სტანდარტში", "ბენფიკასა" და "ზენიტში" გამოდიოდა.

altზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული