ინგლისური ტრანსფერები

AutoSharing Option
  • "არსენალი" მზად არის, მცირე აუქციონი მოაწყოს ლუკას ტორეირაზე. ურუგვაელი საყრდენი მადრიდის "ატლეტიკოს" და "ტორინოს" სურთ. მადრიდელების საწყისი შეთავაზება უკვე ცნობილია. "როხიბლანკოში" მზად არიან, ტორეირას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღონ. შემდეგი სიტყვა "ტორინოზეა".

Sportall.Ge
  • ანტონიო რუდიგერი რომ "ჩელსიზე" ნაწყენია და კლუბის დატოვება სურს, ეს უკვე მოგახსენეთ. "ბარსელონაში" რომ "ჩელსის" რიგით მეხუთე მცველი მთავარ სატრანსფერო მიზნად შერაცხეს, ესეც. მაგრამ კატალონიელებს მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ. "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ "მეზობლებისგან" გერმანელის ერთწლიანი იჯარით გადმობირებას მოახერხებენ. შანსი ნამდვილად აქვთ, ვინაიდან რუდიგერი თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის
    შანსი აქვს და ამისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
  • თავის მხრივ, თუ ბრიტანულ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, "ჩელსის" ბანაკში მზად არიან, რომ "ვესტ ჰემს" კონტრწინადადებით მიმართონ და ვაჭრობა გაუმართონ 21 წლის ნახევარმცველის, დეკლან რაისის თაობაზე. როგორც ამბობენ, "ჩელსიში" იმედისმომცემი ნახევარმცველის სანაცვლოდ უკვე გამზადებული აქვთ 44 მილიონი ევრო.
Sportall.Ge
  • დავრჩეთ ისევ ლონდონში. "არსენალი" არაფრის დიდებით არ ეშვება "ლიონის" მცველ უსემ აუარს. ლონდონელებმა ახალი შეთავაზება უკვე გაამზადეს და "ლიონიდან" პასუხს ელიან. სატრანსფერო თანხად ამჯერად 38 მილიონი ევრო სახელდება. თუმცა, როგორც ჩანს, ჟან მიშელ ოლა 50 მილიონი ევროსთვის ფეხის მოცვლას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Aouari mcveli araa. Ra gchirt am saitens, goal gezec 10 dan 8 motamashis pozicia shecdomit aris. Mere es reklama ra ubedurebaa arasdros agar shemoval. Es suleluri reklama mechxireba, mere ichedeba da statia wavikitxo tu galaxy notes vuyuro. Ramdeni gadagixades gana ro saiti gaafarchaket da daamaxinjet
0
Aouari mcveli araa. Ra gchirt am saitens, goal gezec 10 dan 8 motamashis pozicia shecdomit aris. Mere es reklama ra ubedurebaa arasdros agar shemoval. Es suleluri reklama mechxireba, mere ichedeba da statia wavikitxo tu galaxy notes vuyuro. Ramdeni gadagixades gana ro saiti gaafarchaket da daamaxinjet
0

სიახლეები პოპულარული