"შესანიშნავია, როდესაც შენი ეროვნების მწვრთნელთან და ლიონელ მესისთან ერთად მუშაობ" - ლეანდრო პარედესი

AutoSharing Option
ლიონელ მესის კატალონიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. არგენტინელზე "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" ნადირობენ.

როგორც "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი ფეხბურთელი ლეანდრო პარედესი აცხადებს, პსჟ მესის გადაბირებას ცდილობს. "შესანიშნავია, როდესაც შენი ეროვნების მწვრთნელთან და ლიონელ მესისთან ერთად მუშაობ".

როგორც კი მაურისიო პოჩეტინო ფრანგული კლუბის სათავეში მოვიდა, მაშინვე მესის ტრანსფერი მოითხოვა. ამას ემატება ლეოს ყოფილი თანაგუნდელის და ამჟამინდელი პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარის მრავალჯერ გამოხატული ინიციატივა, რომ ბრაზილიელი და არგენტინელი კვლავ გაერთიანდნენ და მეტოქე გუნდს ერთად შეუტიონ.

მესი "ბარსელონას" 2 მატჩის განმავლობაში
ვერ დაეხმარება, რადგან ესპანეთის სუპერთასზე წითელი ბარათი მიიღო და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამ სეზონში მესიმ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 33 წლის ლეგენდის ანგარიშზე 11 გოლია.

მომზადებულია AS-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუწყალეს გოლი ამ ყოფილ ფეხბურთელებს,ისეთი ტრენერი მოიყვანონ ვისაც ტაქტიკის რაღაცა გაეგება და გაუკეთებია კიდეც!
david gurgenidze
16:37 25-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული