იმის გამო, რომ მესი "ალიბესელსტეს" ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გამოდის, მის ნაცვლად მოლაპარაკებებს მისი მამა და აგენტი ახორციელებენ.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS წერს, 34 წლის შემტევმა შეთავაზება "პარი სენ ჟერმენისგან" მიიღო, რამაც "ბლაუგრანას" ხელმძღვანელი ძალიან აღაშფოთა.
პსჟ-ს
მესის გადაბირება უკვე დიდი ხანია სურს
პარიზელებს ლიონელ მესის გადაბირება უკვე დიდი ხანია სურს, ამასთან დაკავშირებით პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომაც ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ ლეოს მსგავსი ფეხბურთელი პარიზული კლუბის სატრანსფერო სიაში აუცილებლად იქნება.
რატომღაც, მესისა და "პარი სენ ჟერმენზე" საუბარი გარკვეული პერიოდით შეწყდა, რადგან როზარიოში დაბადებულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არგენტინელი შემტევი კარიერას კვლავაც "ბარსელონაში" განაგრძობდა. მიუხედავად ამისა, პარიზელებმა ლეოს შეთავაზება მაინც გაუკეთეს.
პსჟ-მ შესაძლოა მესის ტრასნფერით ყველაფერი დააგვირგვინოს
"ბლაუგრანა" უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს მათი თილისმის დაყოლიებას, რათა კონტრაქტი განაახლოს, ფრანგული კლუბი კი ცდილობს სატრანსფერო ფანჯარა დიდებული ფეხბურთელის გადაბირებით დაასრულოს. შეგახსენებთ, პსჟ-მ ჟორჟინიო ვეინალდუმი, აჩრაფ ჰაკიმი და ჯიჯიო დონარუმა უკვე დაიმატა, დიდია ალბათობა იმისა, რომ პარიზელების რიგებს სერხიო რამოსიც შეუერთდება.
კატალონიური კლუბიდან მესის წამოყვანა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტისთვის ყველაზე გემრიელი ულუფა იქნება, რაც კი ოდესმე მიურთვია, თანაც შეიხს იმაზე მეტი ანაზღაურების მიცემა შეუძლია, ვიდრე ჟოან ლაპორტას.
კატალონიური კლუბიდან მესის წამოყვანა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტისთვის ყველაზე გემრიელი ულუფა იქნება, რაც კი ოდესმე მიურთვია, თანაც შეიხს იმაზე მეტი ანაზღაურების მიცემა შეუძლია, ვიდრე ჟოან ლაპორტას.
ამრიგად, პსჟ-მ ლეოს წინადადებით უკვე მიმართა, დარჩება გუნდში თუ გადავა პარიზში ამას დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია as-ს მიხედვით