პსჟ-მ მესის წინადადებით მიმართა

AutoSharing Option
17 წლის შემდეგ, ლიონელ მესი "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარაა, შეგახსენებთ, არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კოტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ამოეწურა. გუნდის ხელმძღვანელობა ამ ფაქტთან დაკავშირებით მშვიდადაა, რადგან პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ ლეო კლუბთან კოტრაქტს აუცილებლად გაახანგძლივებს და ისტორიის წერას კიდევ რამდენიმე წლით განაგრძობს.

იმის გამო, რომ მესი "ალიბესელსტეს" ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გამოდის, მის ნაცვლად მოლაპარაკებებს მისი მამა და აგენტი ახორციელებენ.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS წერს, 34 წლის შემტევმა შეთავაზება "პარი სენ ჟერმენისგან" მიიღო, რამაც "ბლაუგრანას" ხელმძღვანელი ძალიან აღაშფოთა.

პსჟ-ს
მესის გადაბირება უკვე დიდი ხანია სურს

პარიზელებს ლიონელ მესის გადაბირება უკვე დიდი ხანია სურს, ამასთან დაკავშირებით პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომაც ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ ლეოს მსგავსი ფეხბურთელი პარიზული კლუბის სატრანსფერო სიაში აუცილებლად იქნება.

რატომღაც, მესისა და "პარი სენ ჟერმენზე" საუბარი გარკვეული პერიოდით შეწყდა, რადგან როზარიოში დაბადებულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არგენტინელი შემტევი კარიერას კვლავაც "ბარსელონაში" განაგრძობდა. მიუხედავად ამისა, პარიზელებმა ლეოს შეთავაზება მაინც გაუკეთეს.

პსჟ-მ შესაძლოა მესის ტრასნფერით ყველაფერი დააგვირგვინოს

"ბლაუგრანა" უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს მათი თილისმის დაყოლიებას, რათა კონტრაქტი განაახლოს, ფრანგული კლუბი კი ცდილობს სატრანსფერო ფანჯარა დიდებული ფეხბურთელის გადაბირებით დაასრულოს. შეგახსენებთ, პსჟ-მ ჟორჟინიო ვეინალდუმი, აჩრაფ ჰაკიმი და ჯიჯიო დონარუმა უკვე დაიმატა, დიდია ალბათობა იმისა, რომ პარიზელების რიგებს სერხიო რამოსიც შეუერთდება.

კატალონიური კლუბიდან მესის წამოყვანა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტისთვის ყველაზე გემრიელი ულუფა იქნება, რაც კი ოდესმე მიურთვია, თანაც შეიხს იმაზე მეტი ანაზღაურების მიცემა შეუძლია, ვიდრე ჟოან ლაპორტას.

ამრიგად, პსჟ-მ ლეოს წინადადებით უკვე მიმართა, დარჩება გუნდში თუ გადავა პარიზში ამას დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია as-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინ ვინა და მესის უჯანჯლებთ, კონტრაქტს?!!! აბა და თქვენ ხართ რა? მიდით აბა კიდევ გაუფუჭეთ ხასიათი, როგორც გჩვევიათ. რაც ბართომეუმ გააფუჭა, ისიც გვეყოფა.
barsa
15:59 03-07-2021
8
უეფა და შეიხები შეხმატკბილებულად კლავენ ფეხბურთს! სანამ სახელფასო ფონდი მკაცრად განსაზღვრული არ გახდება( ნბა ნხლ) მანამდე არაფერი ეშველება ფეხბურთს
BOSS
22:23 03-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული