2 მეგა და 6 დიდი ტრანსფერის მოლოდინში [PHOTO]

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი, "მაგიდაზე" კი რამდენიმე გარიგება ჯერ კიდევ დევს.

ლიონელ მესის ტრანსფერი "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის შოკი იყო, თუმცა წინ დიდი სატრანსფერო გადაადგილებები გველოდება.

დუსან ვლაჰოვიჩი მადრიდის "ატლეტიკოში"

Sportall.Ge

დუსან ვლაჰოვიჩმა გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში გაიბრწყინა. სერბმა ფეხბურთელმა 37 შეხვედრაში მეტოქის კარი 21-ჯერ აიღო და ყურადღება მადრიდის "ატლეტიკოსგან" მიიპყრო. "როხი ბლანკოს" ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის სამსახურისთვის 70 მილიონ ევროს ჩამოდის.

კილიან მბაპე მადრიდის "რეალში"

Sportall.Ge
და 6 დიდი ტრანსფერის მოლოდინში [PHOTO]" width="623" height="461" style="border: 0px none;" />

რაც დრო გადის, კილიან მბაპეს "რეალში" გადასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება. პსჟ-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნოს და შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს სურვილის შემთხვევაში გაყიდოს. დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი კარიერას "ბლანკოსში" განაგრძობს. როგორც ჩანს, ამ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი აღუდგება.

ჰარი კეინი "მანჩესტერ სიტიში"

Sportall.Ge

"ქალაქელებს" მსოფლიო დონის თავდამსხმელი სჭირდებათ. უკვე მთელი სატრანსფერო ფანჯარაა მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ინგლისის ნაკრების კაპიტნის "ეტიჰადის" მოედანზე გადაბირებას ცდილობს.

დრო იწურება, "სიტი" "ტოტენჰემს" შეთავაზებებს არ აკლებს, თავის მხრივ კი, ლონდონური კლუბი ჰარის სატრანსფერო ციებ-ცხელებას ყურადღებით აკვირდება, საუკეთესო ვარიანტის მიღების შემთხვევაში კი ჰარი გუნდს დატოვებს.

ჟულ კუნდე "ჩელსიში"

Sportall.Ge

კუნდე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთი-ერთი მთავარი "ვარსკვლავია". "ჩელსი" 22 წლის ნიჭიერი მცველის გადაბირებითაა დაინტერესებული, "სევილია" კი სატრანსფერო ფასს ჯერ არ ასაჯაროებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, ყველაფერი კი სულ მალე გაირკვევა.

ლაუტარო მარტინესი "ტოტენჰემში"

Sportall.Ge

"ტოტენჰემს" ჰარი კეინის შესაძლო გუნდიდან წასვლა აშინებს. ამიტომ ლონდონელები "ინტერის" ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ყიდვით ინტერესდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდები სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საჯარიმოს ხაზის შიგნით ლაუტარო ისეთივე საშიშია, როგორც კეინი.

დუვან ზაპატა და მარკუს ტიურამი "ინტერში"

გასულ სეზონში "ნერაძურიმ" იტალიის ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც გუნდიდან ანტონიო კონტე, აშრაფ ჰაკიმი და რომელუ ლუკაკუ გაუშვა.

შესაძლოა, მილანური კლუბიდან წასულ ტრიოს ლაუტარო მარტინესიც დაემატოს. ამიტომ "ინტერი" თავდამსხმელებით ინტერესდება. ესენი გახლავთ დუვან ზაპატა და მარკუს ტიურამი. ზაპატა იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ტიურამი კი მის შესანიშნავ მეწყვილედ წარმოჩინდება.

ორი მეგატრანსფერის საკითხი - ერლინ ჰოლანი და კრიშტიანო რონალდო
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინ ჰოლანისა და კრიშტიანო რონალდოს გუნდიდან წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია. მანამ, სანამ კარლო ანჩელოტი რონალდოს სამსახურზე უარს იტყოდა, ყველას ეგონა, რომ პორტუგალიელი უკან, მადრიდში დაბრუნდებოდა, ახლა კი ყველაზე მეტად "პარი სენ ჟერმენის" ვარიანტი განიხილება.

ჰოლანი "დორტმუნდს", დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში დატოვებს. მისთვის ბრძოლაში ფავორიტი 2 გუნდია, მიუნხენის "ბაიერნი" და "რეალი".

ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი დიდი გარიგება შედგეს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღვინო რეებს წერ ? ამ ტრანსფერებიდან მაქსიმუმ ერთი შედგეს :)
ლშა
14:55 20-08-2021
0

სიახლეები პოპულარული