კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი კარიერას კატარის ჩემპიონატში განაგრძობს, 30 წლის ნახევარმცველი ბედს "ალ რაიანში" ცდის.
ტრანსფერი დახურულია, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის.
სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენი გასულ სეზონში "ევერტონში" გამოდიოდა, სადაც 23 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
აქვს ხამესს შანსი, რომ კარლოსთან ერთად მადრიდში დაბრუნდეს?