კოუტინიო 6-თვიანი იჯარით პრემიერლიგაში დაბრუნდა

AutoSharing Option
ფილიპე კოუტინიო 6-თვიანი იჯარის წესით "ბარსელონადან" "ასტონ ვილაში" გადაბარგდება. ამ სენსაციურ მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანი როლი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა ითამაშა. შეგახსენებთ, ინგლისელი და ბრაზილიელი "ლივერპულში" ერთად თამაშობდნენ.

როგორც სტივენმა აღნიშნა, "ასტონ ვილა" მას ენდობა და შეეცდება, მისი ვარსკვლავური სტატუსი კვლავაც აღდგეს. აღსანიშნავია, რომ "სელესაოელის" შესაძლო ახალ გუნდზე სულ ახლახან დაიწერა და ეს გარიგება უკვე შედგა. როგორც ჩანს, "ბარსელონას" ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუების თავიდან მოშორება მართლაც რომ ძალიან სურდა.

"ასტონ ვილა" პრემიერლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება. უნდა ითქვას, რომ დინ
სმიტის წასვლისა და ჯერარდის მოსვლის (ნოემბერში) შემდეგ გუნდმა ახალი ძალები იპოვა და ათამაშდა. რაც შეეხება კოუტინიოს, სამხრეთამერიკელმა ამ სეზონში "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 16 შეხვედრა გამართა, თავი კი 2 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, ფილიპე კატალონიელებმა 2018 წელს 145 მილიონად შეიძინეს. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული