"მანჩესტერ სიტი" "დორტმუნდის" შემტევს, ერლინ ჰოლანს არ ეშვება.
The Athletic-ის თქმით, ზაფხულში "ქალაქელების" მთავარი სამიზნე 21 წლის სკანდინავიელი იქნება. როგორც იწერება, "სიტის" ხელმძღვანელობა ჰოლანის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში შეხვდება.
ნორვეგიელის სამსახურით მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ-ც ინტერესდებიან.
ინგლისელები ალტერნატიულ ვარიანტად "სოსიედადის" ფორვარდს, ალექსანდრ ისაკსა და "ფიორენტინას" ლიდერს, დუსან ვლაჰოვიჩს მოიაზრებენ. ასევე შესაძლოა "სიტის" პრეზიდენტი ჰარი კეინსაც დაუბრუნდეს.
როგორც ჩანს, "ქალაქელები" შეტევით ჭრილში გაძლიერებას გეგმავს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით