"ბარსელონა" მზადაა ლევანდოვსკის სანაცვლოდ "ბაიერნს" დესტი და კონკრეტული თანხა შესთავაზოს

AutoSharing Option
Sport.es-ის ცნობით, "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელით, რობერტ ლევანდოვსკით ინტერესდება. ესპანური მხარე მზადაა გერმანელებს პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ სერჟინიო დესტი და კონკრეტული თანხა შესთავაზოს.

შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ამერიკელი სპორტსმენითაა დაინტერესებული. რაც შეეხება დესტის სტატისტიკურ მონაგარს, მარჯვენა მცველმა "ბლაუგრანასთან" ერთად მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლით გამოიჩინა.

თავის მხრივ, 33 წლის ლევანდოვსკის "ბაიერნის" დატოვება გეგმაში აქვს და გამორიცხული სულაც არაა, კარიერის მიწურულს "ლურჯ-ბროწეულისფერების" მაისურიც მოირგოს. შეგახსენებთ, ამ სეზონში პოლონელმა 38 შეხვედრა ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა (+4 ასისტი).

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
დესტი და დუსტი დაიტოვონ ბარსაში :დ
ქუთაისელი
10:45 15-04-2022
1
ამის მაგივრად ლეო დააბრუნოთ, არ ჯობია? რა ვიცი თანხები არა გვაქვსო და კი შემოყავთ და შემოყავთ ნაირ-ნაირები და ხელფასებს საიდან უხდიან? თუ მარტო ლეოზე ვრცელდებოდა ხელფასების ლიმიტები? ( მითუმეტეს ლეო ყველანაირად თანახმა იყო ხელფასის დაკლებაზე) ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა, ლაპორტამ რა ჩათლახური გარიგებები ჩააწყო, მესისთან მიმართებაში, მის ზურგს უკან.
!!!!!!
15:13 06-04-2022
5

სიახლეები პოპულარული