
რაჰიმ სტერლინგით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება.
27 წლის ინგლისელის მომავალ კლუბად მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", "ატლეტიკოსა" ან "ჩელსის" განიხილავენ. რაც შეეხება გუნდთან არსებულ კონტრაქტს, ხელშეკრულება მოქმედი 2023 წლამდეა.
Daily Mail-ის ცნობით, ამ ოთხი გუნდის გარდა, სტერლინგის თავს არსებულ სიტუაციას "ბაიერნიც" ყურადღებით აკვირდება.
ჯერ კიდევ უცნობია, გადაწყვეტს თუ არა რაჰიმი "ქალაქელების" დატოვებას. მანჩესტერული გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ინგლისელის შენარჩუნება სურს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით