სენეგალის ნაკრებისა და "ლივერპულის" შემტევს სადიო მანეს გუნდის დატოვება სურს.
მისი თქმით, იგი კარიერაში ახალ გამოწვევას ეძებს.
28 წლის ფეხბურთელმა ბენინის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"როგორც ყველა მეც ვკითხულობ თუ რა იწერება მედიაში, 60 დან 70 პროცენტამდე სენეგალელ ხალხს სურს, რომ "ლივერპული" დავტოვო? მე გავაკეთებ იმას რაც მათ სურთ".
შეგახსენებთ, მის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც ლევანდოვსკის შემცვლელის მოსაყვანად ემზადება.