"ბარსელონამ" დე იონგს ფასი დაადო, ჰოლანდიელს სერიოზული მსურველი ჰყავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

გასულ კვირას "წითელმა ეშმაკებმა" "ბლაუგრანას" 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონა" ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს ითხოვს. 

თავად დე იონგი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ხავის მისი გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ კატალონიელთა მძიმე ფინანსური მდგომარეობა სიტუაციას ცვლის.

25 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 4 გოლის გატანა და 5 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ამ ბარსაში ვინც გადადის ყველა, როგორც ფეხბურთელი ფუჭდება. მაგ: კოუტინიო, გრიზმანი, პიანიჩი, უმტიტი, დემბელე, დე იონგი და სხვები. ისე, რომ ახლახან გადმოსულები, ან კიდევ, ვინც გადმოვა ფრთხილად იყვნენ.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული