![](https://sportall.ge/pictures/image5/efa26cc8d5457a352ac01a43432b8796.jpg)
არგენტინელი ფორვარდი პაოლო დიბალა კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. TyC Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
დიბალა "ნერაძურისთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, წლიური ანაზღაურება კი 6 მილიონ ევროს შეადგენს. ტრანსფერი 1-ელ ივლისს გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, პაოლოს ტურინის "იუვენტუსი" ახალ კონტრაქტსა და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ფორვარდმა წინადადება იაუარა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით