"იუვენტუსის" მცველმა, მატიას დე ლიხტმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში განაგრძოს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თანახმად, "ჩელსი" მზადაა ნიდერლანდელის სანაცვლოდ "ბებერ ქალბატონს" ტიმო ვერნერი და 40-45 მილიონი ევრო შესთავაზოს.
როგორც ამბობენ, ტურინელები უკეთეს შეთავაზებას ელიან, ამასთან ერთად საგულისხმოა ვერნერის ანაზღაურებაც - 10-11 მილიონი ევრო წელიწადში.
ყველაფერს დრო გაარკვევს, გაცვლიან თუ არა ფეხბურთელებს ევროპული გრანდები ამას მოგვიანებით გავიგებთ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით