"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

წყაროს ცნობით, გუნდებმა სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას მიაღწიეს, ლონდონური კლუბი ჟესუსის სანაცვლოდ "ქალაქელებს" 45 მილიონ ევროს გადაუხდის. ტრანსფერი მომდევნო კვირას გაოფიციალურდება.

შეგახენებთ, გაბრიელ ჟესუსმა გასულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 8 გოლისა და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული