რომელუ ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა.
"ბედნიერი ვარ, რომ "ინტერში" დავბრუნდი" - განაცხადა ბელგიელმა.
სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დღეს განაცხადა, რომ რომელუ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და ყველაფრის კარგად დასრულების შემთხვევაში კონტრაქტსაც დღეს გააფორმებს.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ფეხბურთელი "როსონერის" იჯარის წესით შეუერთდება, მის ხელფასს სრულად იტალიური მხარე უზრუნველყოფს, "ჩელსი" კი შემტევის გასხვისების სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მიიღებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით