"ლიდსის" ინგლისელი ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky sports-ი ადასტურებს.
"ქალაქელებს" ტრანსფერი 45 მილიონი ფუნტი დაუჯდება. 26 წლის მოთამაშე "ლიდსის" აღზრდილია, გასულ სეზონში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
"სიტი" მასში ფერნანდინიოს შემცვლელს ხედავს, რომელიც კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით