საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი პრესნელ კიმპემბე კლუბმა ტრანსფერზე დააყენა.
Footmercato-ს ცნობით, პსჟ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს. მისი გაყიდვის გადაწყვეტილება კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ლუის ოკამპოსმა მიიღო.
26 წლის მოთამაშის მიმართ დაინტერესება გამოხატეს ტურინის "იუვენტუსმა" და ლონდონის "ჩელსიმ".
მომზადებულია Sports-ის მიხედვით