ბერლუსკონის "მონცა" დიბალას და იკარდის ეპატიჟება

AutoSharing Option
"მონცა" ვარსკვლავების გადმობირებას ცდილობს. 

მოგეხსენებათ სილვიო ბერლუსკონის გუნდი ახალ სეზონში სერია A-ში პირველად ითამაშებს. კლუბის ხელმძღვანელობა მასშტაბურ სატრანსფერო კომპანიას აწარმოებს, უკვე გაიფორმეს ანრუა რანოკია "ინტერიდან", ასევე ალესიო კრანიო და ანდრეა კარბონი "კალიარიდან". 

ადრიანო გალიანი ვანდა ნარას (იკარდის აგენტს) უკვე დაუკავშირდა, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, პირველი კომუნიკაცია შედგა პაულო დიბალას წარმომადგენელთანაც, 

იტალიელები ასევე კატალონიელთა ფეხბურთელით, ოსკარ მინგესათიც ინტერესდებიან. 

როგორც ჩანს, ბერლუსკონი სერია A-ში გადმოსვლას მეგა ტრანსფერებით აღნიშნავს. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული