17 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
ადრიენ რაბიო "მანჩესტერ იუნაიტედში" არ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, თუმცა ფრანგის მიერ მოთხოვნილმა ხელფასმა "წითელი ეშმაკების" ბოსებმა არარეალურად მიიჩნიეს, "იუვენტუსს" ნახევარმცველის გაყიდვა სურს, რადგან 27 წლის მოთამაშე მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ ჯდება.

პსჟ-ს მილან შკრინიარის შეძენა სურს და უახლოეს დღეებში ტრანსფერის დახურვას შეეცდება. Le Parisien-ის ცნობით, "ინტერი" მოთამაშის გაშვებას არ გეგმავს, თუმცა თუ სასურველ წინადადებას მიიღებს, ტრანსფერს დათანხმდება. ლუის კამპოსი სლოვაკის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შკრინიარი "ინტერს" 2017 წელს, "სამპდორიადან" შეუერთდა.

იდრისა განა
გეიე "ევერტონში" დაბრუნებასთან ახლოსაა. Sky Sports-ის ინფორმაციით, მოთამაშემ "კანფეტებთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ახლა კი იმედოვნებს, რომ საბოლოო ტრანსფერზე გუნდები შეთანხმდებიან. გეიე პსჟ-ს სწორედ "ევერტონიდან" შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კაზემიროს გადაბირება სურს. Marca-ს ცნობით, "მანკუნიანელთა" წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან, "რეალი" ბრაზილიელის გაშვებაზე თანახმაა, ფლორენტინო პერესის აზრით, კაზემიროს შეცვლას ედუარდო კამავინგა და ორიელ ჩუამენი იდეალურად მოახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა საყრდენ ნახევარმცველს ნისლიან ალბიონზე გადაბარგება. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული