კრიშტიანოს + 20.3 მილიონი? "იუნაიტედი" "ნაპოლისთან" გაცვლას გეგმავს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ირვინგ ლოზანო გაყიდოს, მექსიკელი ფეხბურთელის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერში კრიშტიანო რონალდო კი შეიძლება ჩართონ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისელები პრემიერ ლიგაში საშინელი სტარტის შემდეგ შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ, თავის მხრივ კი, "ნაპოლი" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მიიღებს.

წყაროს თანახმად, ბრიტანელებს მექსიკელის საყიდლად მსუყე შეთავაზების გაკეთება მოუწევთ, ნეაპოლური გუნდის თავკაცი ლოზანოს სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

"იუნაიტედს" კონკურენციას "ევერტონი" უწევს, ეს უკანასკნელი სათადარიგო ვარიანტად ელიფ ელმასსაც განიხილავს.

გაცვლა კრიშტიანო რონალდოში?

გუნდებმა შესაძლოა
ფეხბურთელების გაცვლასაც მიმართონ, რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ პორტუგალიელი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნებულიყო.

Sky Sports-ზე დაყრნობით, აურელიოს დე ლაურენტისი ლოზანოს სანაცვლოდ 40.3 მილიონ ევროს ითხოვს, კრიშტიანო კი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, ამიტომაც თუ ვარსკვლავი ნეაპოლს მიაშურებს, "წითელი ეშაკების" ხელმძღვანელობას თანხის დამატება მოუწევს.

ასე და ამგვარად, შესაძლოა მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა "ნაპოლიში" გადავიდეს, იქ კი ხვიჩა კვარაცხელია დახვდება და მაღალი მიზნებისთვის ერთად იბრძოლებენ.

მომზადებული Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
როლანდომ დაკიდოს ბუცები და დაისვენოს."ნაპოლი" მშვენიერი გუნდია მისი იქ მისვლა ქაოსის მეტს არაფერს მოიტანს."ნაპოლი"-თავისი როლანდოც ჰყავს უკვე და აცალონ გუნდს სერია A-ს მოგება!
ენძო
11:32 19-08-2022
9
ეს ოსიმენმა უფრო უნდა იჯავროს ვიდრე ხვიჩამ რომელი 20 წლის ბიჭია რონადუ ფლანგზე ირბინოს.ხოლა საჯარიმოში მაინც ბებერი.მგელია.ისე მაგრად გასწორებ ხვიჩას პასებით რო შეაგდებს რონალდო.მესი.ბაპე კვარა რონალდუ:)ბევრი შადარებს მერე:)
მოსეხონელი
12:44 19-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული