
ჰარი მაგუაიერი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 4 წლის შემდეგ ინგლისელი მცველი "ჩაქუჩებს" 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.
შეგახსენებთ, ჰარიმ "წითელი ეშმაკების" მაისურით 118 შეხვედრა ჩაატარა და თავი 4 გოლით გამოიჩინა.