რენატო სანჩესი "პარი სენ ჟერმენიდან" კარიერას "რომაში" გააგრძელებს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი პარიზულ გუნდს იჯარის წესით დატოვებს, რომაელებს კი მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რენატოსთან ერთად იტალიურ გრანდს ლეანდრო პარედესიც შეუერთდა.
რაც შეეხება სანჩესის მონაგარს გასულ სეზონში, 25 წლის ნახევარმცველმა ლიგა 1-ში 23 მატჩი გამართა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით