"ბარსელონა" ხულიან ალვარესის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებს სურთ, რომ "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მოიყვანონ. გუნდის მთავარ მწვრთნელ ხავისა და სპორტულ დირექტორ დეკუს სამხრეთამერიკელი ძალიან მოსწონთ.
შეგახსენებთ, ხულიანს ამ სეზონში პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 6 გოლი აქვს გატანილი (3 პრემიერლიგაში, 3-იც ჩემპიონთა ლიგაზე).
მომზადებულია Sports-ის მიხედვით