ცნობილი გახდა 2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დეტალები. იმის გამო, რომ ახალ სეზონში ტურნირის ფინალი უკრაინის დედაქალაქ კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, გადამწყვეტი მატჩის ელჩად გამოცხადდება უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო, რომელიც, ამჟამად, უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს.
შევჩენკოსთან ერთად, სცენაზე "რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ავა. სწორედ ეს დუეტი ჩაატარებს ჯგუფური ეტაპის წილისყრას.
ტრადიციულად, წილისყრის ცერემონია მონაკოში გაიმართება. თარიღია - 24 აგვისტო, დაწყების დრო - 20 საათი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"