"წილისყრას რამოდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვუყურე. ეს დიდი მოვლენაა. კარგია, რომ გრანდებს ავცდით. არა მგონია მეტოქეებზე ფიქრი იყოს აუცილებელი. საბრძოლველად მზადყოფნა გვმართებს.
ყველამ იცის როგორ კარგად თამაშობს "სევილია" ევროთასებზე. მოსკოვამდე ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწევს. "მარიბორს" ბევრი არ იცნობს, ჩვენგან განსხვავებით ზოგი ანგარიშში არ ჩააგდებს.
ვეცდებით ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ხვალიდან გეგმის შედგენას შევუდგებით. საჭიროა მოწინააღმდეგეებზე ინფორმაციის შეგროვება. მათ მატჩებზე დამკვირვებლებს გავუშვებთ, ყველაფერს შევიტყობთ და თამაშებს 100%-ით მზად შევხვდებით".