მოურინიო: "ბენფიკას" მეკარე რისკიანად თამაშობს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში 18 წლის მილე სვილარის კარში ჩაყენება ძვირად დაუჯდა ლისაბონის "ბენფიკას" მწვრთნელს რუი ვიტორიას, რადგან სწორედ ამ ყმაწვილის უპატიებელი შეცდომის გამო დამარცხდნენ 0:1-ზე.

თუმცა, რუიმ თქვა, რომ მილესა და კიდევ სამ ახალგაზრდას მორიგ მატჩებშიც მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას.

სვილარის ასპარეზობა "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა:"ვიცოდი, რა კარგი კიპერი ყავთ "არწივებს" და შეხვედრის წინ ეს ჩემს ბიჭებს ვუთხარი. თუმცა, გამოუცდელია და შეგირდებს დავალება მივეცი მისთვის სტანდარტულებისას პრობლემები შეექმნათ. მილეს ძალიან რისკიანი თამაში ახასიათებს. ჩემი გათვლა სწორი გამოდგა".

"დეილი მეილმა" მილეს ასპარეზობა 5 ბალით შეაფასა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული