"ვიცოდი, რთული მატჩი გველოდა. ასეც მოხდა. გავითანგეთ. მოკლე პერიოდში ბევრი თამაშები გვაქვს, თან თავდაუზოგავად ვარჯიშობთ. თუმცა, ეს ნორმალურია.
ვფიქრობ, დღეს კარგად ვიასპარეზეთ, ბურთს ვფლობდით. მოწინააღმდეგე ხანდახან აგრესიულად გვიტევდა და პრობლემებს გვიქმნიდა. შაბათს ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვქონდა შეხვედრა და ახლაც სერიოზული ვიზავი გვყავდა.
ბუნებრივია, ეს ფეხბურთელებისგან დიდი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს. მთავარია, პლეი-ოფში გავედით. ისე, ალბათ, ურტიერთშეხვედრების გამო პირველი ადგილის დაკავება გაგვიჭირდება".