ჰაინკესი: ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
გლაზგოში ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "სელტიკთან" მოგებული მატჩი მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა გაარჩია:

"ვიცოდი, რთული მატჩი გველოდა. ასეც მოხდა. გავითანგეთ. მოკლე პერიოდში ბევრი თამაშები გვაქვს, თან თავდაუზოგავად ვარჯიშობთ. თუმცა, ეს ნორმალურია.

ვფიქრობ, დღეს კარგად ვიასპარეზეთ, ბურთს ვფლობდით. მოწინააღმდეგე ხანდახან აგრესიულად გვიტევდა და პრობლემებს გვიქმნიდა. შაბათს ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვქონდა შეხვედრა და ახლაც სერიოზული ვიზავი გვყავდა.

ბუნებრივია, ეს ფეხბურთელებისგან დიდი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს. მთავარია, პლეი-ოფში გავედით. ისე, ალბათ, ურტიერთშეხვედრების გამო პირველი ადგილის დაკავება გაგვიჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული